Posts

ომარ იორამაშვილი, ტინისხიდის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე: "წყალბადზე მომუშავე მანქანა - Toyota Mirai"

Image
2014 წელს კომპანია ტოიოტამ შექმნა ახალი მოდელი: "toyota Mirai", მანქანა, რომლის გამონაბოლქვი მხოლოდ წყალია!!!  ტოიოტას მიზანია ავტომანქანების გამონაბოლქვი 90%-ით შეამციროს, ამიტომ ეს ავტომობილი წიაღისეული საწვავის ნაცვლად, მხოლოდ წყალბადს მოიხმარს და გარემოს 100%-ით იცავს მავნე ნივთიერებებისგან. წყალბად-მობილი ნელ-ნელა ძალას იკრებს და უამრავ დაბრკოლების მიუხედავად, ჯიუტად აგრძელებს არსებობას.  2020წელს ტოიოტა Mirai-ს განახლებული მოდელის წარდგენას გეგმავს. მანქანის ავზის შევსებას წყალბადით მაქსიმუმ 3-5 წუთი უნდა დასჭირდეს, ხოლო სამგზავრო დიაპაზონი 300 კილომეტრზე მეტს გადააჭარბებს. ჯერ-ჯერობით, მსოფლიო მასშტაბით წყალბადის საწვავის სადგურების ნაკლებობის გამო, ახალი Mirai-ს გამოშვების რაოდენობა ლიმიტირებული იქნება. ენციკლოპედიური წყარო

ეთო იორამაშვილი, ტინისხიდის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე: "ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება"

Image
თუ დავფიქრდებით და გავიაზრებთ, რომ ჩვენს მიერ ყოველდღიურად მოხმარებული და ჩასუნთქული ჰაერის მასა უფრო დიდია, ვიდრე იმ საკვებისა, რასაც მივირთევთ, მივხვდებით, რომ ჰაერის დაბინძურება დღეს უდიდესი ეკოლოგიური პრობლემაა. დაბინძურებული ჰაერი  იწვევს ძალიან ბევრ დაავადებას, ესენია: ბრონქიტი, პნევმონია, კიბო და ა.შ. 2000 წლიდან ეს დაავადებები მოზარდებში 20% და ბავშვებში 27%-ითაა გაზრდილი. ჩვენ, ყველა უნდა ვეცადოთ, რომ ამას შევუშალოთ ხელი და არ დავაბინძუროთ გარემო, წყალი და შევამციროთ მანქანების და ფაბრიკა-ქარხნების გამონაბოლქვი, რადგან ჩვენც ვიცხოვროთ სუფთა გარემოში და არც სხვა ცოცხალ ორგანიზმებს მივაყენოთ ზიანი.

ნოდარ ანიაშვილი, ტინისხიდის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე: "ვულკანური ამოფრქვევებით გამოწვეული გარემოს დაბინძურება"

Image
ვულკანური ამოფრქვევები ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მიზეზია. ვულკანის ამოფრქვევის დროს, გარდა დამდნარი მეტალებისა, გამოიყოფა ტონობით ვულკანური ფერფლი. ეს ფერფლი არის ჰაერის დაბინძურების მიზეზი, რადგან ამ ფერფლში არის მაღალი რაოდენობით მჟავა-ოქსიდები, კონკრეტულად - გოგირდისა და აზოტის ოქსიდები, რომლებიც შედიან რეაქციაში წყლის ორთქლთან და წარმოქნიან გოგირდ, გოგირდოვან და აზოტ მჟავებს. ამ მჟავების გამო კი წარმოიქმნება მჟავური წვიმები, რაც იწვევს არამარტო ბიოსფეროს დაზიანებას, არამედ მეტალებისა და ბეტონის ნაგებობების დაშლასაც-კი. მადლობა ყურადღებისთვის.

ნოდარ ანიაშვილი, ტინისხიდის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე: "Reduce Plastic Pollution"

Image
We use plastic in our everyday lives because of this plastic pollution has become a global problem. Plastic is cheap to make so after the invention of plastic we have been using it recklessly this led to global problem that we nowadays call Plastic Pollution . To summarize how big plastic pollution is, there's whole island created by plastic waste in the middle of Atlantic ocean. Plastic is a non-organic substance wich takes hundreds of years to dissolve.  To reduce plastic pollution i suggest that we start using glass bottles, paper bags and multi use cloth bags for shopping.

მარიამ მუზაშვილი, ტინისხიდის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე: "სისხლითა და ცხოველებით დაბინძურებულ გარემო"

Image
ღიად დაყრილი ძვლები, მძაფრი სუნი და ანტი-სანიტარია რომელიც გარემოს აბინძურებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის დიდი საფრთხის შემცველია. არასასურველია მიწაზე დაგროვებაც, რადგან ის იხრწნება და მის ნაჟონ წყალს შეიწოვს ნიადაგი. ეს კი ჯერ მოსავლისთვის არის საზიანო, შემდეგ კი - ადამიანისთვის. მდინარეში, ზოგადად, რაიმე ნარჩენის და მითუმეტეს, სასაკლაოდან გამოსული ნარჩენების მოხვედრა ყოვლად დაუშვებელია. ზუსტად ეს არის პირველი წყარო ინფექციებისა და ეპიდემიიების გავრცელებისათვის. ამის შესაჩერებლად, საჭიროა, მწარმოებელს ჰქონდეს გაკეთებული ე.წ. "ბეიკერის ორმო". თუ გაიგებთ, რომ რომელიმე სასაკლაოზე ეს წესები ირღვევა, აუცილებლად მიმართეთ გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს, არ მიუახლოვდეთ ასეთ ადგილს და თუ მაინც მიუახლოვდებით, თან იქონიეთ და შეიარაღდით პირბადით.

ომარ იორამაშვილი, ტინისხიდის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე: "გარემოს დაცვა მზის ენერგიაზე მომუშავე მანქანების გამოყენების შედეგად"

Image
ჩემი აზრით, კლიმატის ცვლილების შემცირებას და გარემოს დაცვას ხელს შეუწყობს შიგაწვის ძრავის მქონე მანქანების (ანუ ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მანქანების) მზის ენერგიაზე მომუშავე მანქანებით (ე.წ. "ჰელიომობილებით") ჩანაცვლება. ისინი არ გამოყოფენ ტოქსიკურ აირებს და არ აბინძურებენ ატმოსფეროს. მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილები დღის განმავლობაში მზის ენერგიით იმუხტებიან. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მანქანები ლითიუმის აკუმულიატორით არის აღჭურვილი, რისი მეშვეობითაც, დამუხტვა ღრუბლებს მიფარებულ მზეზეც-კი არის შესაძლებელი. მანქანის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ იდეალური ამინდისა და 5-6 სათის განმავლობაში დამუხტვის შემთხვევაში, ჩინური კომპანიის "Hanergy"-ის მიერ შექმნილი ავტომობილი 80კმ-ს გაივლის.