Posts

Showing posts from 2020

ტინისხიდის საჯარო სკოლი VIII კლასის მოსწავლე მანანა შეფლერი "თუ არ გჭირდება, ნუ დაბეჭდავ ქვითარს!"

მანანა შეფლერი - "ნუ დაბეჭდავ ქვითარს"

ომარ იორამაშვილი, ტინისხიდის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე: "წყალბადზე მომუშავე მანქანა - Toyota Mirai"

Image
2014 წელს კომპანია ტოიოტამ შექმნა ახალი მოდელი: "toyota Mirai", მანქანა, რომლის გამონაბოლქვი მხოლოდ წყალია!!!  ტოიოტას მიზანია ავტომანქანების გამონაბოლქვი 90%-ით შეამციროს, ამიტომ ეს ავტომობილი წიაღისეული საწვავის ნაცვლად, მხოლოდ წყალბადს მოიხმარს და გარემოს 100%-ით იცავს მავნე ნივთიერებებისგან. წყალბად-მობილი ნელ-ნელა ძალას იკრებს და უამრავ დაბრკოლების მიუხედავად, ჯიუტად აგრძელებს არსებობას.  2020წელს ტოიოტა Mirai-ს განახლებული მოდელის წარდგენას გეგმავს. მანქანის ავზის შევსებას წყალბადით მაქსიმუმ 3-5 წუთი უნდა დასჭირდეს, ხოლო სამგზავრო დიაპაზონი 300 კილომეტრზე მეტს გადააჭარბებს. ჯერ-ჯერობით, მსოფლიო მასშტაბით წყალბადის საწვავის სადგურების ნაკლებობის გამო, ახალი Mirai-ს გამოშვების რაოდენობა ლიმიტირებული იქნება. ენციკლოპედიური წყარო

ეთო იორამაშვილი, ტინისხიდის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე: "ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება"

Image
თუ დავფიქრდებით და გავიაზრებთ, რომ ჩვენს მიერ ყოველდღიურად მოხმარებული და ჩასუნთქული ჰაერის მასა უფრო დიდია, ვიდრე იმ საკვებისა, რასაც მივირთევთ, მივხვდებით, რომ ჰაერის დაბინძურება დღეს უდიდესი ეკოლოგიური პრობლემაა. დაბინძურებული ჰაერი  იწვევს ძალიან ბევრ დაავადებას, ესენია: ბრონქიტი, პნევმონია, კიბო და ა.შ. 2000 წლიდან ეს დაავადებები მოზარდებში 20% და ბავშვებში 27%-ითაა გაზრდილი. ჩვენ, ყველა უნდა ვეცადოთ, რომ ამას შევუშალოთ ხელი და არ დავაბინძუროთ გარემო, წყალი და შევამციროთ მანქანების და ფაბრიკა-ქარხნების გამონაბოლქვი, რადგან ჩვენც ვიცხოვროთ სუფთა გარემოში და არც სხვა ცოცხალ ორგანიზმებს მივაყენოთ ზიანი.

ნოდარ ანიაშვილი, ტინისხიდის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე: "ვულკანური ამოფრქვევებით გამოწვეული გარემოს დაბინძურება"

Image
ვულკანური ამოფრქვევები ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მიზეზია. ვულკანის ამოფრქვევის დროს, გარდა დამდნარი მეტალებისა, გამოიყოფა ტონობით ვულკანური ფერფლი. ეს ფერფლი არის ჰაერის დაბინძურების მიზეზი, რადგან ამ ფერფლში არის მაღალი რაოდენობით მჟავა-ოქსიდები, კონკრეტულად - გოგირდისა და აზოტის ოქსიდები, რომლებიც შედიან რეაქციაში წყლის ორთქლთან და წარმოქნიან გოგირდ, გოგირდოვან და აზოტ მჟავებს. ამ მჟავების გამო კი წარმოიქმნება მჟავური წვიმები, რაც იწვევს არამარტო ბიოსფეროს დაზიანებას, არამედ მეტალებისა და ბეტონის ნაგებობების დაშლასაც-კი. მადლობა ყურადღებისთვის.

ნოდარ ანიაშვილი, ტინისხიდის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე: "Reduce Plastic Pollution"

Image
We use plastic in our everyday lives because of this plastic pollution has become a global problem. Plastic is cheap to make so after the invention of plastic we have been using it recklessly this led to global problem that we nowadays call Plastic Pollution . To summarize how big plastic pollution is, there's whole island created by plastic waste in the middle of Atlantic ocean. Plastic is a non-organic substance wich takes hundreds of years to dissolve.  To reduce plastic pollution i suggest that we start using glass bottles, paper bags and multi use cloth bags for shopping.

მარიამ მუზაშვილი, ტინისხიდის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე: "სისხლითა და ცხოველებით დაბინძურებულ გარემო"

Image
ღიად დაყრილი ძვლები, მძაფრი სუნი და ანტი-სანიტარია რომელიც გარემოს აბინძურებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის დიდი საფრთხის შემცველია. არასასურველია მიწაზე დაგროვებაც, რადგან ის იხრწნება და მის ნაჟონ წყალს შეიწოვს ნიადაგი. ეს კი ჯერ მოსავლისთვის არის საზიანო, შემდეგ კი - ადამიანისთვის. მდინარეში, ზოგადად, რაიმე ნარჩენის და მითუმეტეს, სასაკლაოდან გამოსული ნარჩენების მოხვედრა ყოვლად დაუშვებელია. ზუსტად ეს არის პირველი წყარო ინფექციებისა და ეპიდემიიების გავრცელებისათვის. ამის შესაჩერებლად, საჭიროა, მწარმოებელს ჰქონდეს გაკეთებული ე.წ. "ბეიკერის ორმო". თუ გაიგებთ, რომ რომელიმე სასაკლაოზე ეს წესები ირღვევა, აუცილებლად მიმართეთ გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს, არ მიუახლოვდეთ ასეთ ადგილს და თუ მაინც მიუახლოვდებით, თან იქონიეთ და შეიარაღდით პირბადით.

ომარ იორამაშვილი, ტინისხიდის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე: "გარემოს დაცვა მზის ენერგიაზე მომუშავე მანქანების გამოყენების შედეგად"

Image
ჩემი აზრით, კლიმატის ცვლილების შემცირებას და გარემოს დაცვას ხელს შეუწყობს შიგაწვის ძრავის მქონე მანქანების (ანუ ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მანქანების) მზის ენერგიაზე მომუშავე მანქანებით (ე.წ. "ჰელიომობილებით") ჩანაცვლება. ისინი არ გამოყოფენ ტოქსიკურ აირებს და არ აბინძურებენ ატმოსფეროს. მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილები დღის განმავლობაში მზის ენერგიით იმუხტებიან. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მანქანები ლითიუმის აკუმულიატორით არის აღჭურვილი, რისი მეშვეობითაც, დამუხტვა ღრუბლებს მიფარებულ მზეზეც-კი არის შესაძლებელი. მანქანის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ იდეალური ამინდისა და 5-6 სათის განმავლობაში დამუხტვის შემთხვევაში, ჩინური კომპანიის "Hanergy"-ის მიერ შექმნილი ავტომობილი 80კმ-ს გაივლის. 

ლიზი ფალელაშვილი, ტინისხიდის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე: "ჰაერის დაბინძურება და მისი შედეგები"

ფაბრიკა-ქარხნები, ელექტროსადგურები და ავტომანქანები უამრავ ნარჩენ აირს, ჭვარტლსა და მტვერს გამოყოფს ჰაერში. დაბინძურებული ჰაერი ადამიანს და სხვა ცოცხალ არსებას ფილტვებს უზიანებს. ჰაერის ზოგიერთი სახის დაბინძურებამ შეიძლება გონებასაც კი ავნოს. ჰაერში ნარჩენი აირების დაგროვება მჟავურ წვიმებს იწვევს, რომლებიც ხეებს, ტბებს, მდინარეებსა და შენობებსაც კი აზიანებს. ოზონი აირია რომელიც ატმოსფეროს ზედა ფენებში ბუნებრივად წარმოიქმნება ჟანგბადისაგან. დედამიწას ოზონის თხელი ფენა იცავს მზის ულტრაიისფერი მავნე სხივების ზემოქმედებისაგან. ოზონის ფენას საწვავის წვით წარმოქმნილი აირები და ფრეონი ანადგურებს, რომელსაც მაცივრები და აეროზოლები შეიცავს. თუ ოზონის ძირითადი ფენა დაზიანდა, კანის კიბოთი დაავადების შემთხვევები მოიმატებს.

მარიამ მუზაშვილი, ტინისხიდის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე: "დედამიწის დღე"

Image
22 აპრილი დედამიწის დღეა! დედამიწის დღე პირველად აღინიშნა 1970 წელს აღინიშნა, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ქსელის მიერ მსოფლიოს მასშტაბისაა და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაში.  22 აპრილს ქვეყნის ტერიტორიაზე წინასწარ შერჩეული 500-მდე ტერიტორიას 22 ათასი ადამიანი ასუფთავებს. დედამიწის დღისადმი დასუფთავების კვირეულს ორგანიზატორობს გარემოს დაცვის სამინისტრო, აქციაში ერთვებიან სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები, სკოლები, უნივერსიტეტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. გარემოს დაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთონ დასუფთავების კვირეულში და დაასუფთავონ საკუთარი ეზოები, სკვერები თუ საცხოვრებელი ტერიტორიები. ეს აქცია მრავალჯერადი უნდა გახსედ და ჰუმანიტარული სახე მიიღოს.

ვაჟა კოდოშვილი, ტინისხიდის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე: "წყლის დაბინძურება და მისი შედეგები" Vazha Kodoshvili, IX grade student of Tiniskhidi Public School: "Water Pollution and Its Consequences"

Image
წყალი გამოიყენება როგორც დასალევად, ასევე ცხოველების მოვლისა და მცენარეთა მორწყვისათვის. თუ წყალი დაბინძურდა მომწამლავი ნივთიერებებით, გამოიწვევს ჯერ მდინარეებში მაცხოვრებელი ცხოველების და მცენარეების დაღუპვას და შემდეგ შექმნის ძალიან ბევრ პრობლემას ადამიანისთვის. ისინი ნიადაგისა თუ ცხოველების გავლით ისევ ადამიანის ორგანიზმში მოხვდება. ასე რომ, წყლის დაბინძურება ძალიან საშიშია.  წყალი შეიძლება დაბინძურდეს, თუ ადამიანის მიერ კომუნალურად და ქარხნების მიერ მოხმარებული წყალი გაუფილტრავად ჩავა მდინარეში. ასევე წყალს ძალიან აბინძურებს ნავთობის გადამტანი ტანკერებიდან ნავთობის ჩაღვრა მდინარეში. Water is used both for drinking and for animal care and plant watering. If water is contaminated with poisonous substances, it will first cause the death of animals and plants living in rivers and then create too many problems for humans. They enter the human body through soil or animals. So water pollution is very dangerous. Water can be polluted if water consumed by humans communally and b

გურამ დავითელაშვილი, ტინისხიდის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე: "გარემოს დაბინძურება ტყის ხანძრებით" - Guram Davitelashvili, 9th grade student of Tiniskhidi Public School: "Environmental Pollution with Forest Fires"

Image
ტყის ხანძრები გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი მიზეზია. ხანძარი შეიძლება წარმოიქმნას როგორც ბუნების მიმართ ადამიანის დაუდევარი მოპყრობით, ასევე თავისთავად, ბუნებრივი პროცესებით.  ტყის ხანძრები ზიანს აყენებს როგორც ადამიანის ჯანმრთელობას, ასევე ბუნებასაც. ხანძრის დროს გამოიყოფა სინათლე, სიმხურვალე და სხვადასხვა ინტენსიურობის ენერგია. ხანძრის დროს წარმოქმნილი მტვერი, ჭვარტლი და სხვადასხვა მომწამლავი ნივთიერებები იფანტება ჰაერში და ამას სუნთქავენ ადამიანები. რა თქმა უნდა, ტყის მასივის განადგურება, ისედაც საზიანოა ბუნებისათვის. Forest fires are one of the causes of environmental pollution. Fires can be caused by careless handling of nature, as well as by natural processes. Forest fires are harmful to human health as well as nature. During a fire, light, heat, and energy of varying intensity are released. Dust, soot and various poisonous substances generated during a fire are dispersed in the air and are inhaled by humans. Of course, the destruction of the forest massif is already har

მარიამ მუზაშვილი, ტინისხიდის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე: "გავუფრთხილდეთ ჰაერს"; Mariam Muzashvili, IX grade student of Tiniskhidi Public School: "Let's take care of the air"

Image
ჰაერი დედამიწაზე ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. აბა  უბრალოდ სცადეთ და ერთი წუთით არ ისუნთქოთ...  და ამით ყველაფერი ნათქვამია! თუმცა ამ ერთ წუთზე გაცილებით რთულია იმის წარმოდგენა, რომ  დედამიწაზე ყოველ წუთში 300 მილიონი ბავშვი უდიდესი რაოდენობის მომწავლავ ნივთიერებას შეისუნთქავს.    ერთ-ერთი ასეთი მომწავლავი ნივთიერება  მანქანის გამონაბოლქვია. ის ძალიან დიდ ზიანს აყენებს არა მარტო ადამიანის ჯანმრთელობას,  არამედ მცენარეებსა და ცხოველებს. ტექნიკურად გამართული  მანქანის გამონაბოლქვი კიდევ შედარებით მცირედ  აზიანებს გარემოს,  ვიდრე გაუმართავი  მანქანის შავი გამონაბოლქვი,  რომელსაც საშინელი სუნი აქვს და თუ დედამიწაზე ასე გაგრძელდება, ჩვენ გავნადგურებთ ბუნებას და ჩვენივე სიცოცხლეს საფრთხეში ჩავაგდებთ. Air is a very important thing on earth. Just try and don't breathe for a minute ... and that says it all! However, it is much harder to imagine that 300 million children on Earth would inhale the largest amount of substances per minute.    One such substance is car exhaust. It i

ეთო იორამაშვილი, ტინისხიდის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე: "საყოფაცხოვრებო ნარჩენები"; Eto Ioramashvili, IX grade student of Tiniskhidi Public School: "Household Waste"

Image
საყოფაცხოვრებო ნარჩენები (ე.წ. ნაგავი) გარემოს დაბინძურეების ერთ-ერთი პრობლემაა, იგი აბინძურებს როგორც ატმოსფერულ ჰაერს ნარჩენებიდან სუნისა და მავნე ნივთიერებების გამოყოფის შედეგად, ასევე ნიადაგსა და მდინარეებს. დაბინძურებული გარემო კი, რა თქმა უნდა,  ხელს უწყობს დაავადებების გავრცელებას, საფრთხეს უქმნის ადამიანების და ცხოველების სიცოცხლეს. განსაკუთრებით საშიშია გარემოში არადეგრადირებადი ნარჩენების (ანუ ისეთი ნარჩენები, რომლებიც დროთა განმავლობაში არ იხრწნება და არ იშლება) მოხვედრა, როგორიცაა პოლიმერის პარკები, პლასტიკატის ბოთლები და სხვა. Household waste (so-called garbage) is one of the problems of environmental pollution, it pollutes the air as a result of the release of odors and harmful substances from the waste, as well as soil and rivers. A polluted environment, of course, contributes to the spread of disease, endangering the lives of humans and animals. Particularly dangerous is the presence of unstable waste in the environment (ie, waste that does not decompose and

ია მაისურაძე, ტინისხიდის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე: ფრეონები ჩვენს ირგვლივ; Ia Maisuradze, IX grade student of Tiniskhidi Public School: Freons around us

Image
    როგორც ვიცით, ჰაერის დაბინძურება ძალიან დიდი ეკოლოგიური პრობლემაა. ჩვენ, ამას რა თქმა უნდა, ხელი უნდა შევუშალოთ და ვეცადოთ - დაბინძურება მინიმუმამდე დავიყვანოთ. დღესდღეობით, ყოველდღიურად ბევრ ისეთ ნივთიერებას ვიყენებთ, რომლებიც სწორედაც რომ ჰაერის დაბინძურებას იწვევს. ერთ-ერთი ასეთი მავნე ნივთიერებაა ფრეონი , რომელიც გვხვდება ძირითადად სამაცივრე დანადგარებში, კონდიცირების სისტემებში, პარფიუმერიაში და მედიცინაში აეროზოლების დასამზადებლად და ზოგიერთი ქიმიური პროდუქციის წარმოებაში.  ცნობილია, რომ დედამიწაზე მაცხოვრებელ ცოცხალ ორგანიზმებს მზის მწვავე, ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დედამიწის ირგვლივ არსებული ოზონის ფენა იცავს. სწორედ ამ ფენის აზიანებს და შლის ფრეონი, დაშლილი ოზონის შრე კი თავისთვად,  ადამიანთა სიმსივნური დაავადებების მატებას და მცენარეული საფარის დაზიანებას ნიშნავს. As we know, air pollution is a very big environmental problem. We must, of course, prevent this and try to minimize pollution. Nowadays, we use many substances on a daily basis that cause air pollutio

როგორ შევამციროთ ადამიანის მავნე ზემოქმედება გარემოზე? How to reduce the harmful effects of humans on the environment?

წარმოგიდგენთ პროექტის აქტიური მონაწილეების მომზადებულ მასალას: ნ. ანიაშვილის, ი. მაისურაძის, ვ. კოდოშვილის და თ. ანიაშვილის ნამუშევარი We present the material prepared by the active participants of the project:

ვინ და როგორ ანაგვიანებს ბუნებას? Who and how delays nature?

ჩვენი სკოლის XI კლასის მოსწავლემ, ნიკა ბერუაშვილმა მოამზადა Pallet Gazette იმის შესახებ, თუ ვინ და როგორ ანაგვიანებს სამყაროს ნიკა ბერუაშვილის მომზადებული  Padlet Gazette Nika Beruashvili, an 11th grade student at our school, prepared a Pallet Gazette about who and how is delaying the world.

ტყვია ჩვენს ირგვლივ; The bullet is all around us

ჩვენი სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა: ნინო ფალელაშვილმა და რუსა ხანიშვილმა მომზადეს სლაიდი გარემოში ტყვიის გავრცელების შესახებ. ნ. ფალელაშვილის და რ. ხანიშვილის მიერ მომზადებული მასალა 11th grade students of our school: Nino Palelashvili and Rusa Khanishvili prepared a slide about the spread of lead in the environment.

როგორ ჰაერს ვსუნთქავთ??? How do we breathe air ???

Image
ბევრი გვსმენია იმის შესახებ, რომ ტყვიის ნაწილაკების არსებობა ჰაერში ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. 2018 წელს გავრცელდა საგანგაშო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოშ მცხოვრებ ბავშვებს სისხლის ანალიზის მიხედვით, ტყვიის სახიფათო რაოდენობა აღმოაჩნდათ.   ჩვენ გადავწყვიტეთ, როგორმე დაგვედგინა რამდენად სუფთაა ჰაერი ჩვენი სკოლის ეზოში. ვინაიდან შიდა ქართლის რეგიონში არ არსებობს შესაბამისი ლაბორატორია, დავუკავშირდით საქართველოს გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოს. მათ უარი არ უთქვამთ და მოძრავი ლაბორატორია გამოაგზავნეს ჩვენი სკოლის ეზოში სინჯების ასაღებად: აღებული სინჯები სტუმრებმა თავის ლაბორატორიაში წაიღეს და რამდენიმე ხანში პასუხებიც გამოგვიგზავნეს. აღმოჩნდა, რომ ჩვენი სკოლის ეზოში ჰაერი ზედმიწევნით სუფთაა და სანერვიულოც არაფერი გვაქვს!!! Many have heard that the presence of lead particles in the air has a very bad effect on human health. In 2018, alarming information was spread that children living in Georgia were found to have a dangerous amount of lead, a

ჩვენს ინიციატივას შემოუერთდა პარტნიორი - გურჯაანის საჯარო სკოლაც; Our initiative was joined by a partner - Gurjaani Public School

Image
ეზოს გამწვანება გურჯაანის საჯარო სკოლის ბავშვებმაც გადაწყვიტეს და სურათებიც გამოგვიგზავნეს. The children of Gurjaani Public School also decided to plant the yard and sent us pictures.

გარემოზე ზრუნვას ვიწყებთ ჩვენი სკოლის ეზოს გამწვანებით! We start caring for the environment by planting our school yard!

Image
იმის გამო, რომ გარემოს დაბინძურების და შესაბამისად, შემდეგ კლიმატის ცვლილების მიზეზი დედამიწაზე მწვანე საფარის შემცირებაა, გადავწყვიტეთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ გარემოზე ზრუნვაში, სკოლის ეზოში ნარგავები დავრგეთ. Because the pollution of the environment and, consequently, the subsequent climate change is due to the reduction of green space on Earth, we decided to contribute to the care of the environment, planting seedlings in the school yard.

რა იწვევს კლიმატის ცვლილებას? What causes climate change?

მოვიძიეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა იწვევს კლიმატის ცვლილებას და მოვამზადეთ სლაიდი. მოძიებული მასალით შევქმენით და გამოვაქვეყნეთ Pallet gazette. პროქტის მონაწილეები: სსიპ გორის რაიონის სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები: 1) ნოდარ ანიაშვილი; 2) ია მაისურაძე; 3) ვაჟა კოდოშვილი; 4) თემურ ანიაშვილი. ჩვენი  Pallet gazette  შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: ნ. ანიაშვილის, ი. მაისურაძის, ვ. კოდოშვილის და თ. ანიაშვილის ნამუშევარი We searched for information on what causes climate change and prepared a slide. We created the found material and published the Pallet gazette. Project participants: IX grade students of Tiniskhidi Public School, Gori District, LEPL: 1) Nodar Aniashvili; 2) Ia Maisuradze; 3) Vazha Kodoshvili; 4) Temur Aniashvili. You can see our Pallet gazette at the link:

ჩვენი პროექტი eTwinning-ზე; Our project on eTwinning

Image
კონკურსის პირობების შესაბამისად, პროექტი დავარეგისტრირეთ და განვათავსეთ საიტზე "eTwinning", მთავარ პარტნიორად ავირჩიეთ გურჯაანის სკოლა და ჩვენს პროექტში შემოგვიერთდნენ როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების: დიდი ბრიტანეთის, უკრაინის და სომხეთის სკოლებიც. https://live.etwinning.net/projects/project/217520 In accordance with the terms of the competition, we registered the project and posted it on the eTwinning website. We chose Gurjaani School as our main partner and our project was joined by schools from Georgia and other countries: Great Britain, Ukraine and Armenia.

„დედამიწა ჩვენი სახლია“ – “The Earth Is our Home”

  სსიპ გორის რაიონის სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლამ გადაწყვიტა მონაწილეობა მიიღოს მასწავლებლის სახლის მიერ გამოცხადებულ კონკურსში "კლიმატის ცვლილება და გარემოსდაცვითი გამოწვევები". კონკურსში მონაწილეობისათვის, დავგეგმეთ პროქტი: „დედამიწა ჩვენი სახლია“ – “The Earth Is our Home”.   პროექტის მიზანია მოსწავლეებისა და მასწავლებლების ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილებების და ისეთი გლობალური პრობლემების შესახებ, როგორიცაა გლობალური დათბობა, ოზონის შრე და მჟავა წვიმები. პოპულარიზაცია იმისა, თუ რა იწვევს კლიმატის არასასურველ ცვლილებებს და როგორ შეიძლება მოვუფრთხილდეთ გარემოს.        პროექტის მიზანია სკოლებში გარემოსდაცვითი ღონისძიებების აქტიური პროპაგანდა, იმ მიზეზების ფართო აუდიტორიისათვის გაცნობა, რა იწვევს კლიმატის ცვლილებებს და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ადამიანის გავლენა გარემოზე მინიმუმამდე დავიყვანოთ.   პროექტი  დაიგეგმა შემდეგი კალენდრის მიხედვით: 1) ინფორმაციის მოძიება კლიმატის ცვლილების მიზეზების და მისგან გამოწვეული მავნე შედეგების შესახებ - 2019 წლის სექ