ლიზი ფალელაშვილი, ტინისხიდის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე: "ჰაერის დაბინძურება და მისი შედეგები"

ფაბრიკა-ქარხნები, ელექტროსადგურები და ავტომანქანები უამრავ ნარჩენ აირს, ჭვარტლსა და მტვერს გამოყოფს ჰაერში. დაბინძურებული ჰაერი ადამიანს და სხვა ცოცხალ არსებას ფილტვებს უზიანებს. ჰაერის ზოგიერთი სახის დაბინძურებამ შეიძლება გონებასაც კი ავნოს. ჰაერში ნარჩენი აირების დაგროვება მჟავურ წვიმებს იწვევს, რომლებიც ხეებს, ტბებს, მდინარეებსა და შენობებსაც კი აზიანებს. ოზონი აირია რომელიც ატმოსფეროს ზედა ფენებში ბუნებრივად წარმოიქმნება ჟანგბადისაგან. დედამიწას ოზონის თხელი ფენა იცავს მზის ულტრაიისფერი მავნე სხივების ზემოქმედებისაგან. ოზონის ფენას საწვავის წვით წარმოქმნილი აირები და ფრეონი ანადგურებს, რომელსაც მაცივრები და აეროზოლები შეიცავს. თუ ოზონის ძირითადი ფენა დაზიანდა, კანის კიბოთი დაავადების შემთხვევები მოიმატებს.

Comments

Popular posts from this blog

ია მაისურაძე, ტინისხიდის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე: ფრეონები ჩვენს ირგვლივ; Ia Maisuradze, IX grade student of Tiniskhidi Public School: Freons around us

ვაჟა კოდოშვილი, ტინისხიდის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე: "წყლის დაბინძურება და მისი შედეგები" Vazha Kodoshvili, IX grade student of Tiniskhidi Public School: "Water Pollution and Its Consequences"

„დედამიწა ჩვენი სახლია“ – “The Earth Is our Home”