Posts

Showing posts from May, 2020

ტინისხიდის საჯარო სკოლი VIII კლასის მოსწავლე მანანა შეფლერი "თუ არ გჭირდება, ნუ დაბეჭდავ ქვითარს!"

მანანა შეფლერი - "ნუ დაბეჭდავ ქვითარს"

ომარ იორამაშვილი, ტინისხიდის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე: "წყალბადზე მომუშავე მანქანა - Toyota Mirai"

Image
2014 წელს კომპანია ტოიოტამ შექმნა ახალი მოდელი: "toyota Mirai", მანქანა, რომლის გამონაბოლქვი მხოლოდ წყალია!!!  ტოიოტას მიზანია ავტომანქანების გამონაბოლქვი 90%-ით შეამციროს, ამიტომ ეს ავტომობილი წიაღისეული საწვავის ნაცვლად, მხოლოდ წყალბადს მოიხმარს და გარემოს 100%-ით იცავს მავნე ნივთიერებებისგან. წყალბად-მობილი ნელ-ნელა ძალას იკრებს და უამრავ დაბრკოლების მიუხედავად, ჯიუტად აგრძელებს არსებობას.  2020წელს ტოიოტა Mirai-ს განახლებული მოდელის წარდგენას გეგმავს. მანქანის ავზის შევსებას წყალბადით მაქსიმუმ 3-5 წუთი უნდა დასჭირდეს, ხოლო სამგზავრო დიაპაზონი 300 კილომეტრზე მეტს გადააჭარბებს. ჯერ-ჯერობით, მსოფლიო მასშტაბით წყალბადის საწვავის სადგურების ნაკლებობის გამო, ახალი Mirai-ს გამოშვების რაოდენობა ლიმიტირებული იქნება. ენციკლოპედიური წყარო

ეთო იორამაშვილი, ტინისხიდის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე: "ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება"

Image
თუ დავფიქრდებით და გავიაზრებთ, რომ ჩვენს მიერ ყოველდღიურად მოხმარებული და ჩასუნთქული ჰაერის მასა უფრო დიდია, ვიდრე იმ საკვებისა, რასაც მივირთევთ, მივხვდებით, რომ ჰაერის დაბინძურება დღეს უდიდესი ეკოლოგიური პრობლემაა. დაბინძურებული ჰაერი  იწვევს ძალიან ბევრ დაავადებას, ესენია: ბრონქიტი, პნევმონია, კიბო და ა.შ. 2000 წლიდან ეს დაავადებები მოზარდებში 20% და ბავშვებში 27%-ითაა გაზრდილი. ჩვენ, ყველა უნდა ვეცადოთ, რომ ამას შევუშალოთ ხელი და არ დავაბინძუროთ გარემო, წყალი და შევამციროთ მანქანების და ფაბრიკა-ქარხნების გამონაბოლქვი, რადგან ჩვენც ვიცხოვროთ სუფთა გარემოში და არც სხვა ცოცხალ ორგანიზმებს მივაყენოთ ზიანი.

ნოდარ ანიაშვილი, ტინისხიდის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე: "ვულკანური ამოფრქვევებით გამოწვეული გარემოს დაბინძურება"

Image
ვულკანური ამოფრქვევები ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მიზეზია. ვულკანის ამოფრქვევის დროს, გარდა დამდნარი მეტალებისა, გამოიყოფა ტონობით ვულკანური ფერფლი. ეს ფერფლი არის ჰაერის დაბინძურების მიზეზი, რადგან ამ ფერფლში არის მაღალი რაოდენობით მჟავა-ოქსიდები, კონკრეტულად - გოგირდისა და აზოტის ოქსიდები, რომლებიც შედიან რეაქციაში წყლის ორთქლთან და წარმოქნიან გოგირდ, გოგირდოვან და აზოტ მჟავებს. ამ მჟავების გამო კი წარმოიქმნება მჟავური წვიმები, რაც იწვევს არამარტო ბიოსფეროს დაზიანებას, არამედ მეტალებისა და ბეტონის ნაგებობების დაშლასაც-კი. მადლობა ყურადღებისთვის.